Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერაბ ნინიძე Homeland-ზე: მგონი, ჩემს როლებს ასეთი გამოხმაურება არასდროს ჰქონია

25 აპრილი, 2018 17:28

„დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის. კარგა ხანია, ამ პროფესიას ვემსახურები და ასეთი გამოხმაურება არაფერს ჰქონია, მე მგონი. მე თვითონაც გამიკვირდა. დავინახე, რომ ბევრი ადამიანი უყურებს. გამიკვირდა და გამიხარდა“, - მერაბ ნინიძემ სერიალ Homeland-ში გამოჩენის შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. ნინიძე „ოქროს გლობუსისა“ და „ემის“ მფლობელ სერიალში რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს ასრულებს.

„როდესაც წავიკითხე მე-11 და მე-12 სერიის სცენარები, გამიკვირდა; იმიტომ, რომ თავიდან მეგონა, უფრო პროპაგანდისტული იქნებოდა, ცალმხრივი; უფრო ამერიკული მხარის სიმართლეს და სიძლიერეს წარმოაჩენდა, მაგრამ, როდესაც ვიყავი გადაღებაზე, ვუსმენდი, როგორ წერდნენ ამ დიალოგებს და როგორ ჰქონდათ მოტანილი მთელი ეს რუსული თემა, მე არ მომეჩვენა, რომ აქ იყო დიდი პროპაგანდა იმიტომ, რომ დაძაბულობა ისედაც არის; ყველა ადარებს ამ დროს ცივი ომის პერიოდს, 60-იან წლებში.

ახლა თითქოს უფრო გახსნილია სამყარო, მაგრამ იგივე კონფლიქტით; აღმოჩნდა, რომ არ მოგვარებულა იმის შემდეგ და იმავე კონფლიქტში არის სამყარო ამჯერად ამერიკასა და არა საბჭოთა კავშირს, არამედ რუსეთს შორის. ახალი ამბები ამით იწყება - რა თქვა პუტინმა, რა თქვა ტრამპმა, რითი დაემუქრა კორეა ამერიკას; ამ ცუდ დროში ვცხოვრობთ“. 

როგორც მერაბ ნინიძე ამბობს, აქამდე სერიალის არც ერთი სერია არ ჰქონდა ნანახი. მსახიობი გადასაღებ მოედანზე არსებულ სირთულეებზეც საუბრობს:

„რთული ის იყო, რომ გადასაღებ მოედანზე არავის ესმის რუსული ენა - ენა, რომელზეც გიწევს თამაში უმეტესად, არავის ესმის 3 ადამიანის გარდა. როცა ხვდები, რომ ისედაც არავის ესმის, რას ამბობ, ეს იყო ცოტა უცნაური. ჩვენ პირდაპირ შევვარდით ამ სერიალის ფინალში, მოსამზადებელი პერიოდი, ფაქტობრივად, არ ყოფილა. იყო პატარა მოლაპარაკება, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ტიპი. მე, როგორც მსახიობი, არანაირად არ ვუყურებ ამას, როგორც პოლიტიკურად შეფუთულ პაკეტს და ჩემს იდეოლოგიას არ ვატარებ ყოველთვის იმ როლებში, რომელსაც ვთამაშობ, რადგან სხვადასხვა ტიპის ადამიანის თამაში მიწევს“. 

სერიალ Homeland-ის მიმდინარე მე-7 სეზონის ბოლო, მე-12 სერიის პრემიერა 29 აპრილს შეგდება. უკვე დადასტურდა, რომ სერიალისთვის მე-8 სეზონი ბოლო იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^