Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავგულიძე: „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მისასალმებელი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტია

25 აპრილი, 2018 18:01

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბდეს, ვინაიდან აღნიშნული ინსტიტუტი დღეს ერთადერთია, რომელზე კონტროლიც ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პარტიის პოზიცია და აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მისასალმებელი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტია, ვინაიდან, მისი თქმით, ის არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არის აფილირებული, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა მისი დამსახურებაა. შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია გაერთიანებას მარგველაშვილის გარშემო ადვილად მოახერხებს.

„მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით ოპოზიციის გაერთიანება. ეს არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ არ მოექცა. საპრეზიდენტო კანდიდატზე გაერთიანება უნდა მოხდეს კონსენსუსით და არა შიდა კონკურენციის საფუძველზე, როგორიცაა პრაიმერიზი, რადგან ეს დააპირისპირებს და დაქსაქსავს მრავალსახოვან ოპოზიციას. „თავისუფალი დემოკრატები“ ჩამოყალიბებულები ვართ პოზიციაზე, რომ მეტად სასარგებლო იქნება, თუ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დააყენებს თავის კანდიდატურას. გიორგი მარგველაშვილი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის აფილირებული. ოპოზიციისთვის ადვილი იქნება მის კანდიდატურაზე შეთანხმება და რაც მთავარია, არსებითად ვნახეთ, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეუნარჩუნა დამოუკიდებლობა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^