Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე ანკეტის შევსების შესახებ

25 აპრილი, 2018 18:26

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ს მექანიზმზე შეთანხმდნენ. მისი ამოქმედების შემდეგ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, აპლიკაციის წინასწარ შევსება დასჭირდეთ, რომლის ფასიც 7 ევრო იქნება.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ ETIAS-ის მიღებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი. მის ამოქმედებას დრო დასჭირდება და საქართველოს მოქალაქეებს აპლიკაციის შევსება ჯერჯერობით არ მოუწევთ.

„ეს არის საკითხის შიდაინსტიტუციონალური განხილვა. ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ განხილვა გადადის  მეორე ეტაპზე, პარლამენტში, ხოლო შემდეგ საბჭოში დაამტკიცებენ“, - განმარტავს ჩხიკვაძე „ლიბერალთან“.

მისი თქმით, სანამ საკანონმდებლო ინიციატივა არ გაივლის ყველა ამ ნაბიჯს, მანამდე ძალაში არ შევა. თანაც, აპლიკაცია  მას შემდეგ ამოქმედდება, რაც წევრ ქვეყნებს შორის სისტემების ადაპტირება მოხდება. ამას კი წლები სჭირდება.

„იყო ლაპარაკი, რომ ეს მოხდება 2020 წლისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა მიღებული არ არის და, რა თქმა უნდა, არც საქართველოზე ვრცელდება. 2020 წლის შემდეგ კი შეიძლება საქართველოსაც შეეხოს“, - განმარტავს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს მომავალში ETIAS სისტემის ამოქმედებაც არ შეუშლის ხელს ევროპაში სამოგზაუროდ.

მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ს მექანიზმზე ევროკავშირის ელჩები და ევროპარლამენტის წარმომადგენლები დღეს შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ერთხელ მიღებული ნებართვა, რომელსაც მგზავრი ანკეტის შევსების შემდეგ მიიღებს, სამი წელი იქნება მოქმედი.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკეტის შევსების შემდეგ დადებითი პასუხი არ ნიშნავს საბოლოო პასუხს და ქვეყანაში შეშვებაზე გადაწყვეტილებას მესაზღვრე მიიღებს.

კერძოდ, საუბარია მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ზე (European Travel and Information Authorisation System), რომელიც ამერიკული ESTA-ის (Electronic System for Travel Authorisation) ევროპულ ანალოგს წარმოადგენს. 

უვიზო მგზავრობამდე ანკეტის შევსება,შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^