Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექიმი ქალის ინტიმური ფოტოს გავრცელებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშს იხდის

26 აპრილი, 2018 17:52

გუშინ ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ოფთალმოლოგმა, ბაჩო შენგელიამ ქალთან ერთად გადაღებული ინტიმური ფოტო გაავრცელა, უცენზურო კომენტარით. გარდა იმისა, რომ პირადი ცხოვრების შესაძლო დარღვევას ეხებოდა საქმე, მან ქალი რასისტულ კონტექსტში მოიხსენია. 

„ლიბერალი“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა. მოგვიანებით ექიმმა პოსტის შესახებ განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექიმი არცერთ უნივერსიტეტში არ ასწავლის. 

„2018 წლის თებერვლის თვეში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით, ექიმ ოფთალმოლოგად. გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი. ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდეალური ურთიერთობა, მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა.

სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე, რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ. ემოციურ ფონზე სამწუხაროდ არასწორად და არაეთიკურად იქნა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება გადმოცემული, თან მხოლოდ ეს არაეთიკური ნაწილი იქნა გამოყენებული (screen), რამაც Facebook-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ამ არაკორექტული და არაეთიკური ნაწილის გამო, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას!" - წერს ექიმი ბაჩო შენგელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^