Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

RMG-ის საქმიანობით გარემოსთვის მიყენებული შესაძლო ზიანის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი იქმნება

27 აპრილი, 2018 13:23

კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იქმნება. 

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ჯგუფი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში იმუშავებს. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განკარულება მზადაა და ის საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება. 

„28 მარტს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მოსული იყო მინისტრი და RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა, ვთქვი, რომ შევქმნიდით სამუშაო ჯგუფს, რომელიც კომიტეტის ფარგლებში ამ საკითხის შესწავლაზე იმუშავებდა. არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, არის სამინისტროს მიერ შედეგენილი სამუშაო გეგმა - ვალდებულებები, რომელიც RMG-მ უნდა შეასრულოს. სამუშაო ჯგუფში დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. დეტალურად შევისწავლით, რეალურად რა ზიანზეა საუბარი, რა სახის კვლევები არსებობს, რამდენად ექვემდებარება შესრულებას სამინისტროს გეგმა - საჭიროა, ვაკონტროლოთ RMG-ის მიერ ამ გეგმის შესრულება. ბევრი კითხვა დაისვა და უნდა გაირკვეს ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხები. არის ბევრი საკითხი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მათ უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. 

კუჭავას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი 15-კაცის შემადგენლობით დაკომპლექტდა. მასში ჩაერთვებიან როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიიციის წარმომადგენლები, არასამთავარობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

მძიმე ლითონებით დაბინძურებული წყალი და ნიადაგი ბოლნისსა და დმანისში

ვიდეო► RMG GOLD-მა თეთრიწყაროში ასეულობით ხე მოჭრა - რატომ გასცა ნებართვა სატყეო სააგენტომ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^