Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა

28 აპრილი, 2018 14:07

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს. კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური რაოდენობა დადგინდა. 2018 წლის კვოტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ის დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიური და საბაზრო მონაცემებით განისაზღვრა. 

სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შიდა კვოტირებას, მისი დათვლის წესსა და იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს. ერთობლივ კომისიას საქართველოს ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ. საბჭო 2016 წელს, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ამ დრომდე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობირივად გამოყენება 75%-ით შემცირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^