Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

30 აპრილი, 2018 15:22

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეტრო იმუშავებს და არ გაჩერდება, მისი თქმით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია.

„არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახი კალაძემ. 

მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის" გამგეობის თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადებით, ხუთშაბათს, 3 მაისს დილის 06:00-დან თბილისის მეტროპოლიტენის შემადგენლობის 100% გაიფიცება. 

მემანქანეებიის მთავარი მოთხოვნაა, ანაზღაურება გაიზარდოს 45%-ის ოდენობით. მემანქანეების თქმით, ისინი საათობრივად 7 ლარს იღებენ, მათ სურთ, რომ ანაზღაურება 10 ლარამდე გაიზარდოს. 

მემანქანეთა პროფკავშირი: მემანქანეები იფიცებიან, 3 მაისს დილიდან მეტრო არ გაიხსნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^