Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მცირე სარებილიტაციო სამუშაობის ნებართვა მერიამ გასცა

30 აპრილი, 2018 16:32

 თბილისში გ. ტაბიძის #24-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, საცხოვრებელ სახლში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ობიექტის ინტერიერი დააზიანა და მოხატული ჭერი შეიწირა. ამის შესახებ „ლიბერალს“ ხელოვნებათმცოდნემ, თამარა ამაშუკელმა განუცხადა. 

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვა 2013 წლის აპრილში გასცა,  განმცხადებლის, მიხეილ ჯემს სონდერის მოთხოვნის საფუძველზე. 

 განმცხადებელი ითხოვდა, რომ მის მფლობელობაში არსებული ორი ბინა, რომელიც ორ სართულზეა განლაგებული, ერთმანეთს კიბით დაკავშირებოდა. 

თამარა ამაშუკელი ამბობს, რომ არქიტექტურის სამსახურის ვებგერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, არ ჩანს, რომ ნებართვის გაცემისას შესწავლილი იყო ობიექტი და მას თან არ ახლავს ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა. 

„პირველ და მეორე სართულს შორის გაიჭრა კიბე, რამაც შეიწირა მთლიანად მოხატული ჭერი, როგორც წინა პერიოდის ფოტოებშია ასახული, მოხატული ჭერი თავიდან არ ჩანდა, როგორც ჩანს, ის სამუშაოების დროს  დროს გამოჩნდა.  არსადაა  ასახული, რომ ნებართვის მიღებამდე ჩატარებული იყო ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა. შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და აბსოლუტურად დაუშვებელი იყო მსგავსი ჩარევა. სამწუხაროდ, ჩვენ ასე ვუვლით და ვექცევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს“, - ამბობს თამარა ამაშუკელი. 

ფოტო პროექტიდან

მისი თქმით, აღნიშნული შენობა XIX  საუკუნის ბოლოს არის აგებული და მნიშვნელოვანი და გამორჩეული არქიტექტურული ობიექტია. 

„ის ძალიან მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ობიექტია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შენობა ძალიან მძიმე  მდგომარეობაშია და სასწრაფოდ მოითხოვს გამაგრებას, თუმცა გამაგრების ნაცვლად  ვიღებთ ასეთ ვიზუალურ და კონსტრუქციულ ჩარევას.  გამოუსწორებელი შედეგი დადგა, რაც უნდა მოხდეს, იმას ვეღარ აღვადგენთ“, - ამბობს თამარა ამაშუკელი „ლიბერალთან“. 

თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის არქიტექტურის სამსახურმა პროექტი, მართლაც, მოიწონა 2013 წელს და შეესაბამება თუ არა არქიტექტურის სამსახურში შეტანილი პროექტი ძეგლზე წარმოებულ სამუშაოებს, ზედამხედველობის სამსახური სწავლობს. 

„სამუშაოების ნებართვა გასცა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2013 წლის 27 აპრილს. ეს ძველი ნებართვაა. ზედამხედველობის სამსახური სწავლობს საკითხს, რამდენად არის პროექტი არსებულთან შესაბამისობაში. მეტი არაფრის თქმა არ შეგვიძლია ამ ეტაპზე“, - განაცხადეს თბილისის არქიტექტურის სამსახურში. 

ფოტო: თამარა ამაშუკელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^