Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► „თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რად მიჯდება აქ დგომა" - ლგბტ აქტივისტი კომიტეტის სხდომაზე

01 მაისი, 2018 13:38

ლგბტ აქტივისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებიან. „თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტმა, თაზო სოზაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

„მე დღეს ვერ ჩავდივარ, ჩემი მშობლების, ჩემი დედის, ჩემი ბებიის სანახავად, აი მაგით განვსხვავდებით მე და თქვენ. 12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო. დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა. იმიტომ, რომ საფრთხისშემცველია. ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით “- თქვა სოზაშვილმა. 

აქტივისტებმა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ჰკითხეს, რატომ გადაიფიქრა კომიტეტმა 17 მაისის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. სოფო კილაძეს ამ შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

მოგვიანებით, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ  „ეს პროცესი შესაძლოა, მართული იყოს“. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვისგან იმართებიან აქტივისტები, ის პასუხობს, რომ არ იცის. 

კილაძე ლგბტ აქტივისტების პროტესტზე - „ეს პროცესი, შესაძლოა, მართული იყოს“

პარლამენტთან ლგბტ აქტივისტები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გუშინდელი განცხადების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ „ლიბერალს" უთხრა, რომ კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი.

დღეს ლგბტ აქტივისტებმა სოფო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. პარლამენტის წინ ასევე იმყოფებოდნენ კონტრდემონსტრანტები, რომელთაც აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. დაკავებულია 3 პირი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^