Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Facebook-ს გაცნობის აპლიკაცია დაემატება

02 მაისი, 2018 14:00

Facebook აპირებს, რომ სოციალურ ქსელს გაცნობის აპლიკაცია დაემატოს. მარკ ზაკერბერგის თქმით, ახალი აპლიკაცია გაცნობის ისეთ ცნობილ ქსელებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა Tinder და სხვ.

სან ხოსეში სიტყვით გამოსვლისას მარკმა აპლიკაციის მახასიათებლებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს „ნამდვილ გრძელვადიან ურთიერთობებს და არა ერთი ღამის შეხვედრებს“. „ჩვენ გვსურს Facebook იყოს იქ, სადაც ღრმა ურთიერთობები იწყება“, - განმარტა Facebook-ის დამფუძნებელმა.

აპლიკაციაზე მომუშავე ჯგუფის უფროსმა ოფიცერმა, კრის კოქსმა კი განმარტა, რომ მართალია, აპლიკაცია Facebook-ზე იქნება მიბმული, ის დაიცავს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას. მასში აქტიურ მომხმარებელთა მხოლოდ სახელები გამოჩნდება, თანაც Facebook-ის მეგობრები ერთმანეთს აქ ვერ შეხვდებიან.

აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია არც მომხმარებელთა Facebook კედელზე მოხვდება. ახალ აპლიკაციაზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს Facebook-ზე გაკეთებულ ღონისძიებებზე დამსწრე იმ ხალხის ნახვაც შეეძლებათ, ვინც აპლიკაციასაც იყენებს. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს, მათთთან უფრო დაახლოებული ინტერესების მქონე ხალხი გაიცნონ და ურთიერთობის დასაწყებად მეტი საფუძველი ჰქონდეთ.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, ახალი აპლიკაცია ასევე არ გამოიყენებს Facebook-ის მიმოწერის სერვისებს WhatsApp-სა და Facebook Messenger-ს და საკუთარ სისტემას შექმნის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^