Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარშანია: პუტინი ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი

02 მაისი, 2018 16:49

პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატებისას პარლამენტსა და პრეზიდენტს მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ადა მარშანიამ მოუწოდა პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს, მიჰყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეთავაზებულ NATO-რუსეთი-საქართველოს სამმხრივ დიალოგს და გაითვალისწინონ რუსეთის ინტერესები.

მარშანიამ ასევე მიმართა ბოკერიას, რომ ახალგაზრდებში ანტირუსული და ანტიპუტინისტური განწყობების გაღვივება შეწყვიტოს.

„მე ვიცი პირველ რიგში, ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და ეს მინდა, შეგახსენოთ. ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ ყოველ წუთს. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო იმ ადამიანს ელაპარაკება, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ.

მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუტინი ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი, მე ასე ვიტყოდი“, - მიმართა ადა მარშანიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს [სტილი დაცულია].

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა დაამატა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არაფრის მომტანია და საქართველოს გაერთიანებისთვის საჭიროა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^