Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუშეთში 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციისთვის კვლევა იწყება

03 მაისი, 2018 13:21

თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი ან დაზიანებულია, ან განადგურების პირას არის მისული. მისივე განცხადებით, პირველ რიგში ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, ხოლო შემდგომში სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება. 

„თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული, ან განადგურების პირას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ უწარმოებიათ არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით, კვლევისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 400 000 ლარი და სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები და სტუდენტები. 

ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს, ესენია:  ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ესენია უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 000 ლარს. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები.

შემდგომში ამ აღწერის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, თანამედროვე პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^