თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა.მხარის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში:
„გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არაფერი აქვს საერთო არც სამართლიანობასთან, არც ადამიანის უფლებებთან. ეს არის დაბრუნება შუა საუკუნეების ინკვიზიციაში, რაც დღეს საქართველოს სახელით გვამცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა ფარატინა ქაღალდად და უმრავლესობის ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი მორალი-ზნეობის სახელით გვართმევს ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებს. ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა და ეს არის სიგნალი, რომ ყველა კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა საშიში თამაში დაიწყო სასამართლომ“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და ასევე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს.