Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: ნარკოტიკების მოხმარებაზე ჯარიმის ოდენობამ 4 წელში მაქსიმუმ 17 816 000 ლარი შეადგინა

04 მაისი, 2018 12:59

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ქვეყნისვე გაცხადებულ სტრატეგიას. სტრატეგიაში საუბარია მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებაზე, ზიანის შემცირებაზე განათლებასა და რეაბილიტაციაზე, მაშინ, როდესაც არსებული პრაქტიკა დიდ წილად მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული“, - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს.

გთავაზობთ კვლევის ძირითად მიგნებებს:

„ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგისტრირებული სისხლის სამართლის ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობამ 34%-ით იკლო: 2014 წლის 7 312 შემთხვევიდან 2017 წლის 4 762-მდე. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ დანაშაულთა 92-93% გაიხსნა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

- 2013-2017 წლებში, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა ან მოხმარების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა სამჯერ შემცირდა: 2013 წლის 12,274 შემთხვევიდან 2017 წლის (პირველი 10 თვე) 3,416-მდე;

- თუ დავუშვებთ იმას, რომ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს კანონით გათვალისწინებული 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მაშინ მივიღებთ, რომ 2013-2017 წლებში ასეთი ჯარიმების ოდენობა სულ შეადგენს 17 816 000 ლარს;

- 2014-2017 წლებში თითქმის ხუთჯერ შემცირდა ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა (50 865-დან 11 653-მდე), ხოლო სამჯერ შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დადებითი შედეგი აჩვენეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე. ეს ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკური ნება კანონმდებლობით არ მყარდება, ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადებში საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა დევნა;

- ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნარკოტიკული შემოწმებების დადებითი პასუხის წილმა მოიმატა მთლიანი შემოწმებების რაოდენობის მეოთხედიდან ნახევრამდე;

- მინიმალურ ფასებზე დაფუძნებული მიახლოებითი გამოანგარიშების მიხედვით, ბოლო 4 წლის მანძილზე ნარკოლოგიურ შემოწმებაში დაიხარჯა მინიმუმ 2 448 520 ლარი, საიდანაც 1 670 940 ლარი (68%) იმ პირებზე დაიხარჯა, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება;

- მაშინ, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე ათობით ათასი ადამიანი დაჯარიმდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის 2016 წელს მხოლოდ 10, ხოლო 2017 წელს 36 პირი იყო დაკავებული. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და გასაღებაზე დაკავებულ პირებს შორის ასეთი დიდი რაოდენობრივი განსხვავება აჩენს კითხვებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტებთან მიმართებით.

- საქართველოში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდის – იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება – შესახებ გაეროს მოსაზრება ასეთია: ტესტირება არ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ის არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ატარებს სოციალური კონტროლის სახეს, ზოგი ტესტი შეცდომით აჩვენებს დადებით შედეგს და არ ხდება მისი გადამოწმება, ტესტირებით ვერ ხდება ნარკომომხმარებელთა და ნარკოდამოკიდებულთა დიფერენცირება", - ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^