Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს მოსკოვში პუტინის ინაუგურაცია იმართება

07 მაისი, 2018 11:40

მოსკოვში დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. დღეიდან ის რუსეთის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით ოფიციალურად დაიკავებს (გარდა ამისა, პუტინი 2008-2012 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა). პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ინაუგურაცია ტრადიციული სცენარით გაიმართება. ცერემონია პუტინის კაბინეტიდან დაიწყება და კრემლის დიდ სასახლეში ფიცის დადებით გაგრძელდება.

ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტი მცირე აღლუმს ჩაიბარებს. პუტინის მეოთხე ინაუგურაცია წინა ცერემონიებთან შედარებით მოკრძალებული იქნება.

კრემლში მხოლოდ პუტინთან დაახლოებული ის პირები და ორგანიზაციები არიან მიწვეული, ვინც მას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდნენ.

პუტინის ინაუგურაცია ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ვლადიმირ პუტინმა 2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე ხმების 76%-ზე მეტი მიიღო და თავისი ყველა წინა შედეგი გააუმჯობესა. ამის მიუხედავად, არჩევნებს მშვიდ ვითარებაში არ ჩაუვლია და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა. მანამდე კი რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.

პუტინის მეოთხე ვადით არჩევა 5 მაისს რუსეთში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. „ის ჩვენი მეფე არ არის“ - აცხადებდნენ მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ალექსეი ნავალნიმ ამ აქციებზე ნებართვა მოითხოვა, ხელისუფლებამ პროტესტი არასანქცირებულად გამოაცხადა. აქციაზე დააკავეს ალექსეი ნავალნი და 1000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვებიც.

მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ კაზაკურ ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცებიც, რომლებსაც პუტინის ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დასარბევად იყენებს.

ვლადიმირ პუტინის ქვეყნის სათავეში 2000 წელს მოვიდა. ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, მან პრეზიდენტის თანამდებობა ფორმალურად დიმიტრი მედვედევს დაუთმო. 2012 წლიდან ის ისევ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, თანაც კონსტიტუციაში ცვლილების გამო უკვე 6- წლიანი ვადით.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ამ ვადით 2024 წლამდე დარჩება. ქვეყნის სათავეში 24 წლიანი ყოფნით, ის რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველი იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^