Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE► კრემლში პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალი მიმდინარეობს

07 მაისი, 2018 13:21

ამ წუთებში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ვლადიმირ პუტინი მეოთხე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი მოვალეობის შესრუელბას დღეიდან ოფიციალურად დაიწყებს.

ინაუგურაცია ტრადიციული სცენარით იმართება, პრეზიდენტი კრემლში თავისი კაბინეტიდან გამოვიდა და დიდ სასახლეში ფიცს დებს. მაგრამ პუტინის მეოთხე ინაუგურაცია წინა ცერემონიებთან შედარებით მოკრძალებულია. კრემლში მხოლოდ პუტინთან დაახლოებული ის პირები და ორგანიზაციები არიან მიწვეული, ვინც მას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდნენ.

კრემლს გარეთ კი პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო. „Он нам не царь" (ის ჩვენი მეფე არაა)“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პუტინის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას აპროტესტებს.

ალექსეი ნავალნი ხელისუფლებას კორუფციისა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში აპროტესტებს. მისი განცხადებით, პუტინის ხელისუფლება სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად ოლიგარქებს უჭერს მხარს. ბლოკავს ინტერნეტს, იჭერს ხალხს და ქვეყნის განვითარების ნაცვლად ფულს პროპაგანდაში ხარჯავს.

ნავალნის ორგანიზებით, 5 მაისს მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მაგრამ ქუჩებში მალევე გამოჩნდნენ სამართალდამცველები და დემონსტრანტები დაშალეს. სამართლადამცველებმა ჯამში 1000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. კაზაკთა ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები კი მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^