Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გასინჯვების აქცია რეგიონულ ჰოსპიტალში

07 მაისი, 2018 14:53

მაისში რეგიონულ ჰოსპიტალში გასინჯვების აქცია მოეწყობა. 7 მაისიდან თვის ბოლომდე, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ანგიოქირურგები გაგა კეშელავა და ზურა რობაქიძე უფასო კონსულტაციებს გამართავენ პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებთ სისხლძარღვთა - არტერიებისა და ვენების დაავადებები.

მაისის ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და შაბათს პაციენტებს, რომელთაც აქვთ ონკოლოგიური დაავადებები, თიაქარი, სიმსუქნე, ნაღვლ-კენჭოვანი, კუჭნაწლავის და პანკრეასის დაავადებები საშუალება ექნებათ, უფასო კონსულტაციები მიიღონ ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგის, ონკოქირურგისა და ბარიატრიული ქირურგისაგან.  კონსულტაციებს რეგიონული ჰოსპიტლის ქირურგები: ალექსანდრე ბაჩიაშვილივლადიმერ გიორგობიანი, ლექსო ლაგვილავაშოთა ძაგანიასოსო ქერაშვილი და გეგა თოფჩიშვილი ჩაატარებენ.  კონსულტაციების მისაღებად და დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 55 05 05.

სპეციალურად გასინჯვების აქციის ფარგლებში, მხოლოდ სამი დღით საქართველოს ეწვევა დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი,ზაზა უჯმაჯურიძე, რომელიც რეგიონულ ჰოსპიტალში 23, 24 და 25 მაისს კონსულტაციებს ჩაატარებს. კონსულტაციაზე ონკოლოგიურ პაციენტებმა უნდა წარმოადგინონ დამტკიცებული დიაგნოზი და ჩატარებული კვლევების დასკვნები.   კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა.

დაჯავშნეთ ვიზიტი და მიიღეთ პროფესიონალი ქირურგების, ანგიოქირურგებისა და ონკოლოგის კონსულტაციები.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 55 05 05.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

კერალაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რ ...

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე შტატ კერალაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 186-ს მიაღწია. კერალაში, სადაც ა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ...

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. საინიციატივო ჯგუფმა (ზაურ ნაჭყები ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

საქართველო წითელას შემთხვევების რაოდენობ ...

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში ევროპაში წითელას შემთხვევების რეკო ...
^