Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: ლომბარდებს ავტომანქანებისა და უძრავი ქონების მიღება უნდა აეკრძალოთ

08 მაისი, 2018 11:59

„ლომბარდები, გარკვეულწილად, გადაიქცა ჭარბვალიანობის ერთ-ერთ მიზეზად და უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უწყების მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში აიკრძალოს როგორც ავტომანქანების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ლომბარდებზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რომლებიც სესხის გამცემ დაწესებულებებს ეხება. მათ შორისაა, საპროცენტო ჭერისა და მაქსიმალური ზღვარის განსაზღვრა. ბახტაძის შეფასებით, რეგულაციების არარსებობამ წაახალისა მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობა.

„ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია აუცილებლად შემოვა და ჩემი განწყობაა, რომ ეს მაისშივე უნდა მოხდეს. ძალიან დაბალი დონის არგუმენტაცია მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ, თურმე, თუ ლომბარდებს არ ექნებათ ავტომანქანების დალომბარდების უფლება, ვისაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვს, მას სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდება. რომელი წარმატებული ბიზნესი იცით, რომლის სასტარტო კაპიტალი იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი?“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^