Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის ტყეების შენარჩუნება და მდგრადი მართვა - WWF-ს პროექტი

09 მაისი, 2018 13:55

„ტყის ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება ტყის ადაპტური მართვის მეშვეობით აჭარაში“  - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტი აჭარის ტყეებში დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული ტყეების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადი მეტყევეობის დანერგვაზეა მიმართული.

პროექტის მიზანია, შეაჩეროს ტყის ეკოსისტემის დეგრადაცია და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. 

ორგანიზაციის ცნობით, აჭარაში ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია და სხვადასხვა სამუშაო, რომლებიც გააუმჯობესებს ტყის მართვის ხარისხს და მომავალში მოიტანს მეტ სარგებელს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე გლობალურ დონეზე.

„ტყის დეგრადაციისა და განადგურების მიზეზი შეიძლება იყოს: ტყის არამდგრადი მართვა და რესურსების არარაციონალურად გამოყენება, ტყის უკანონო ჭრა, არარეგულირებული ძოვება, მავნებელ-დაავადებები და სხვა. კლიმატის ცვლილება და ტყის ხანძრები დამატებით პრობლემებს წარმოადგენს. ყველა ეს ფაქტორი, უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ტყის ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემებზე. საქართველოს ტყეებში აღინიშნება მავნებელ-დაავადებათა გავრცელების არეალის ყოველწლიური მატება და დაავადებათა ახალი სახეობების გამოჩენა, რომლებიც ადრე არ ფიქსირდებოდა რეგიონში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

WWF-ის ექსპერტების ცნობით, შესაძლებელია, საშეშე მერქნის მოხმარება შემცირდეს მერქნის სათავსოებში შენახვითა და გამოშრობით, რადგან დამტკიცებულია, რომ გამომშრალ მერქანს 50%-ით მეტი სითბოს გამომუშავება შეუძლია, ვიდრე იმავე წონის ნედლს. აუცილებელია, აგრეთვე, საცხოვრებელი სახლების თბოიზოლაციით უზრუნველყოფა. გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საშეშე მერქნის შენახვასა და გამოსაშრობად არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები.

„ამ საკითხზე მიმდინარეობს თანამშრომლობა სატყეო სააგენტოსთან, მათი წარმომადგენლების ტრენინგი და თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენების წესების სწავლება. ასევე იგეგმება მერქნის პროდუქციის შესანახი სათავსოების შექნა. პროექტის ფინანსურად დათვლის შემდგომ, შედგა მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, რათა პირველ ეტაპზე, ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდეს ზემოთ ხსენებული სათავსოების მოწყობა და მართვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

WWF-ის ექსპერტების თქმით, აჭარის ტყეებს აქვთ პოტენციალი მომავალში მეტი მატერიალური და გლობალური სარგებელი მოიტანონ. მათ აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გამოყენებული იქნეს მათი კლიმატმარეგულირებელი ფუნქცია;

„კონკრეტულად, ეს ხდება ნახშირბადის დამატებითი რაოდენობის ტყის მასაში და ნიადაგში შეკავების გზით. ტყეების სიჯანსაღე, პირდაპირპროპორციულად აისახება კლიმატის ცვლილების შემცირებაზე. როდესაც ხე ჯანმრთელია, შეუძლია ნახშირბადის ხანგრძლივად შეკავება. თუ ტყის მასივი შემცირდა ან დეგრადირებულია, ამ შემთხვევაში გაიზრდება CO2-ის გამოფრქვევა ატმოსფეროში".

აჭარის ტყეები ტყეებს აჭარის მთლიანი ფართობის 65% უკავიათ. აჭარის ტყეები უძველესი კოლხური ფლორის უნიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან სწორედ კოლხეთი წარმოადგენდა სითბოს მოყვარული სახეობების თავშესაფარს გამყინვარების პერიოდში. ამასთან, კოლხური ტყეები გამოირჩევა რელიქტებისა და ენდემების - დედამიწაზე მხოლოდ ამ მონაკვეთში გავრცელებული სახეობების სიუხვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^