Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► გორში პატრულმა სტალინისტების აქციიდან საბჭოთა დროშები გაიტანა

09 მაისი, 2018 14:09

დღეს გორში მიმდინარე სტალინისტების აქციიდან პოლიციამ საბჭოთა დროშები გაიტანა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ამ ქმედებით მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

„აბა ხუთჯვრიანი დროშა გამოვიტანო? ჯვაროსნულ ლაშქრობაში ვარ თუ რა?“, ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მან „ლიბერალს“ უჩვენა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, „პატრიოტიზმისთვის, საღად აზროვნებისთვის, ლიბერალური ღირებულებების სიძულვილისთვის და რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებისთვის“ მიიღო რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერისგან, გენადი ზუგანოვისგან. 

ვიდეო► მოქალაქეებმა გორის ცენტრში სტალინის ბიუსტი დადგეს

______________________________________________________________________

კანონის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით [სუს-ის] კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. კომისიის მითითების შეუსრულებლობა მის მიერვე დადგენილ ვადაში ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას. დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^