Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

10 მაისი, 2018 11:47

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საყოველთაო ჯვრისწერის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაია გონჯილაშვილმა განაცხადა.

„საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. რადგან 17 მაისს ასევე ამაღლების დღესასწაულია, წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მღვდელი დასწერს, შემდგომ კი, შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. მოგეხსენებათ, ამავე დღეს საყოველთაო მსვლელობაც იმართება“, - განაცხადა გონჯილაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯვრისწერა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით გაიმართება, თბილისშიც და რეგიონებშიც. 

საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის კურთხევით უკვე ორი წელია, მიმდინარეობს და ამ დროისთვის ჯვარი დაახლოებით 500–მდე წყვილმა დაიწერა.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^