Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

112-ის ოპერატორს გადაუდებელი შემთხვევებისას eSchool-ის მონაცემებზე ექნება წვდომა

10 მაისი, 2018 11:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

დოკუმენტის თანახმად, „112“-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა - eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი.

„ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო „112“-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^