Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას კითხულობენ საქართველოში - Goodreads-ის მონაცემები

10 მაისი, 2018 18:11

Goodreads.com მკითხველისთვის განკუთვნილი ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. ვებგვერდზე შეგიძლიათ, მომხმარებლის მიერ სხვადასხვა წიგნისთვის დაწერილი ათასობით მიმოხილვა წაიკითხოთ, ერთმანეთს საინტერესო ლიტერატურა ურჩიოთ, შექმნათ წიგნის ვირტუალური თარო და მიუთითოთ, რა წაიკითხეთ ან რას კითხულობთ ახლა.

ამ დროისთვის Goodreads-ზე 35 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორისაა ქართველი მკითხველიც. 

Goodreads-ის 2018 წლის 9 აპრილის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველი მომხმარებლიდან ყველაზე მეტმა შემდეგი ქართული ნაწარმოებები წაიკითხა:

1. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ 

2. სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ 

3. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ 

4. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ 

5. არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ 

6. გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ 

7. კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 

8. ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ 

9-10 დავით გაბუნიას „დაშლა“ 

9-10 ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ 

11. გურამ მაცხონაშვილის „გლდანი [შეუძლებელი რომანი]“ 

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია „უკვე წაკითხულის“ სტატუსი ნაწარმოების კონკრეტულ გამოცემას მიანიჭოს, თუმცა ხშირად ამ სიზუსტეს არ იცავენ და მაგალითად, ქართულ ენაზე წაკითხულ ნაწარმოებზე ინგლისურენოვან გამოცემას მიუთითებენ, რაც მონაცემთა შეგროვებისას ზუსტ სურათს არ იძლევა.

გთავაზობთ ვებგვერდის მონაცემებს, რომელშიც 45 დასახელების ნაწარმოები მოხვდა (როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი გამოცემებით სიაში ორ-ორჯერ მოხვდა მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, დიმიტრი გლუხოვსკის „მეტრო 2034“, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“ - ამ ნაწარმოებების წამკითხველთა რაოდენობა დავაჯამეთ და ადგილებიც ასე გადანაწილდა)

1. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ 

2. მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ 

3. დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“  

4. სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ 

5. მილან კუნდერა „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“  

6. დიმიტრი გლუხოვსკის „მეტრო 2034“ 

7. ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“ 

8. ჯორჯ ორუელის „1984“ 

9. ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“

10. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ 

11. არკადი და ბორის სტუგაცკების „პიკნიკი გზის პირას“ 

12. ბოჰუმილ ჰრაბლის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ 

13-14. ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ 

13-14. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ 

15. არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ 

16-18. ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“ 

16-18. ჰარუკი მურაკამის „უფერული ცუკუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები“ 

16-18. გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ 

19-20. ფილიპ კ. დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ 

19-20. ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ 

21. ალბერ კამიუს „უცხო“ 

22-23. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ 

22-23. ჯეინ ოსტინის „სიამაყე და მცდარი აზრი“ 

24-25. ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ 

24-25. ფრანც კაფკას „პროცესი“ 

26. კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 

27. ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ 

28-29. ხალიდ ჰოსეინის „ათასი მოელვარე მზე“ 

28-29. ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ 

30. ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“ 

31-32. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ 

31-32. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ 

33-35. დავით გაბუნიას „დაშლა“ 

33-35. ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ 

33-35. ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ 

36-37. ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 

36-37. დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ 

38. ნილ გეიმანის „ამერიკელი ღმერთები“ 

39-40. უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ 

39-40. ხუან რულფოს „პედრო პარამო“ 

41-42. მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ 

41-42. პატრიკ როტფუსის „ქარის სახელი“ 

43-45. ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ 

43-45. ვლადიმერ ნაბოკოვის „ლოლიტა“ 

43-45. გურამ მაცხონაშვილის „გლდანი [შეუძლებელი რომანი]“ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^