სახალხო დამცველის განცხადებით ნარკორეალიზატორობაში ბრალდებული 8 პირი სამართალდამცავებმა სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში. ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს თავად ბრალდებულებმა განუცხადეს. სახალხო დამცველის განცხადებით დაკავებულებიდან მხოლოდ ერთი პირი დააკავეს კლუბის ტერიოტორიის მიმდებარედ და ისიც სპეცოპერაციის დაწყებამდე.
შსს არ ამბობს სად დააკავეს ნარკორეალიზატორობაში ბრალდებული 8 პირი. "ლიბერალის" კითხვას 8 დაკავებულიდან რამდენი აიყვანეს კლუბის ტერიტორიაზე შსს-ში გვიპასუხეს, რომ "ამ ეტაპზე იმაზე მეტს რაც გუშინ განცხადებაში ეწერა ვერ გვეტყვიან."
შსს-ს განცხადების მიხედვით, კლუბში ერთ-ერთი დაცვის წევრი აიყვანეს, რომელიც ასევე ბრალდებულია ნარკორეალიზატორობაში. უცნობია სად აიყვანეს დანარჩენი 7 პირი.
შსს განცხადების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
"ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა."
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.' - ნათქვამია შსს განცხადებაშ