ნეონაცისტური ჯგუფი - ეროვნული სოციალისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრები დინამოს ტერიტორიიდან რუსთაველისკენ მიემართებოდნენ კონტრაქციის ჩასატარებლად. მოძრაობის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ მიმართა „დინამოსთან" შეკრებილებს და უთხრა, რომ მათი მიზანი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გაპროტესტებაა.
პოლიციამ მათ რუსთაველის გამზირზე მიახლოების საშუალება არ მისცა, კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაემორჩილნენ და „ლონდონის ბაღში" გადაინაცვლეს.
„სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მზად ვართ თუ ისინი დაიწყებენ", - თქვა გიორგი ჭელიძემ.
----------------------------
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" იმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ შსს -მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და სპეცოპერაცია სავარაუდო ნარკორეალიზატორების დაკავებას არ ემსახურებოდა.
შსს -ს ოფიციალური ინფორმაციით სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ჩატარდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულბი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბის ტერიოტორიაზე.
ეს ინფორმაცია ომბუდსმენს თავად დაკავებულებმა განუცხადეს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით სახელწმიფომ უნდა დაასაბუთოს თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება.
გუშინ გაანცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ორგანიზაციების შეფასებით, სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული.