Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ შევიდა სპეცრაზმი კლუბებში - მინისტრის პასუხი

14 მაისი, 2018 14:11

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აქტივისტების შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, "ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ რეალიზატორები საერთო პრობლემაა  და როდესაც შსს-ს აქვს დადასტურებული ეჭვი ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე, ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს. ამის შემდეგ ბევრ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ".

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა კითხვის ნიშანი, პარასკევის ღონისძიებებთან დაკავშირებით - თავა მინისტრმა - და შევხედოთ იყო თუ არა ძალის გადამეტების შემთხვევები. თუმცა არცერთი ამგვარი შემთხვევა ომბუდსმენთან არ არის დაფიქსირებული".

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება ორი ჯგუფი - ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმის კუთხით იმუშავებს, მეორე კი იმსჯელებს პარასკევის მოვლენებზე - "თუმცა ეს იქნება უფრო ომბუდმსენის ოფისზე დელეგირებული პროცესი".

რაც შეეხება მინისტრის პასუხს კითხვაზე, თუ რატომ გახდა სპეცრაზმის შესვლა კლუბებში - გახარიას თქმით, მას მარტივი პასუხი აქვს: "ჯერ ერთი - ყველა თანამშრომელი იყო აღჭურვილი სამხრე კამერით, არცერთი დადასტურებული ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა არ არსებობს. კითხვები არსებობს კლუბის გარეთ მომხდარზე.  ამაში კოლეგები დაგვეთანხმნენ. ვიპოვით ყველას, ვინც იმ დროისთვის კლუბში იყო. მათი რაოდენობა ვინც კლუბში იყო,  იქნებოდა 70-მდე. და კიდევ,  შსს-ს სხვადასხვა კლუბში აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 20-მდე გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკის გასაღებისა და ბოლო ორ კვირაში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამო სხვადასხვა კლუბებიდან 112-ში 48 გამოძახება დაფიქსირდა" - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

პოლიციის სამმართველოდან ზურა ჯაფარიძეც გ ...

პოლიციის სამმართველოდან „გირჩის" პრეზიდენტობის ჯანდიდატი ზურა ჯაფარიძეც გამოუშვეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიცი ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

რ2-ის ჩანაწერი: სარალიძის საქმის მოწმეს ...

„რუსთავი 2-ის" ახალი ფარული აუდიოჩანაწერის თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, მღვდ ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

„გირჩის" ლიდერებისა და მხარდამჭერების ნა ...

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან „გირჩის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი გაათავისუფლეს. ...
^