Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეცოპერაციის ღამეს შსს-ს მხრიდან ხელის შეშლასა და ძალადობაზე ოთხი ჟურნალისტი საუბრობს

16 მაისი, 2018 18:07

12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერისთან“ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაზე სამი ჟურნალისტი და ერთი ფოტოგრაფი საუბრობს. 

ვიდეო ► „ბასიანთან“ სპეცრაზმი ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდება

„ლიბერალის“ ჟურნალისტი ქრისტინე მუჯირი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

„პარასკევს ღამით, როცა „ბასიანთან“ ვითარება დაიძაბა და სპეცრაზმმა ტროტუარის მოქალაქეებისგან გათავისუფლება დაიწყო, ჯებირზე ავედი, რადგან კადრების გადაღება მინდოდა. ამ დროს სპეცრაზმელმა ხელი მომკიდა და ჩამომაგდო. მე ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ ამის შემდეგ ხელი დაარტყა კამერას და შემდეგ მეც შემეხო ფიზიკურად. კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ ურტყამს ხელს სპეცრაზმელი კამერას“, - ამბობს ქრისტინე მუჯირი.

12 მაისის სპეცოპერაციის ღამე „ლიბერალთან" „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, გიორგი გოგუამაც გაიხსენა. მისი თქმით, პოლიციელები ჟურნალისტებს ირონიულად მიმართავდნენ - „არ გამოგრჩეს გადაღება და ასეთები“.

გოგუას თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გზა გადაკეტეს და იქ მყოფმა ადამიანებმა ტროტუარებზე გადაინაცვლეს, ჟურნალისტებს კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. 

„ზოგი გვიშვებდა, ზოგი - არა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ მერე მოხდა. ხალხი უკვე ტროტუარებზე იყო, როცა სპეცრაზმელთა დამატებითი ძალები მოვიდა, ჯერ ბექა წიქარიშვილი დაიჭირეს და მერე ხალხზე დაიწყეს მიწოლა, რომ „ბასიანის“ მიმდებარედ მყოფი ხალხი გვერდითა ქუჩებისკენ გაეთრიათ. ძალიან აგრესიული მიწოლა დაიწყეს და ეს კადრებშიც ჩანს. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით და ნუ გვაწვებოდნენ, საერთოდ გავიდოდით იმ ტერიტორიიდან. მაგრამ საერთოდ სულერთი იყო მათთვის, ვინ იდგა იქ და ვის აწვებოდნენ. მერე ვუთხარით, ის მაინც გვითხარით, საით წავიდეთ და წავალთ-მეთქი და ასე გვიპასუხეს - სახლშიო“,- ჰყვება „ლიბერალთან“ საუბრისას გიორგი გოგუა. 

მისი ინფორმაციით, ამ არეულობაში მოყვა ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი, რომელიც პოლიციელთა მიწოლის გამო ფეხზე დადგომას ვეღარ ახერხებდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მათ კორდონს იქით გადასვლისა და კადრების გადაღების საშუალება ვითარების დასტაბილურების შემდეგაც არ მისცეს.

„პოლიციელები არ არჩევდნენ, ვინ აქტივისტი იყო და ვინ ჟურნალისტი. ერთნაირად წალეკეს ყველა. ბრძანება იყო, ალბათ, რომ გაიყვანეთ აქედან ეს ხალხიო და ყველა გარეკეს. ვიწრო ტროტუარზე ვიდექით, უკან დასახევი ადგილიც კი აღარ იყო, მარა მაინც გვაწვებოდნენ“.

გიორგი გოგუა ამბობს, რომ, თუ შსს-ს გენინსპექცია მოკვლევას დაიწყებს და მისი ამბით დაინტერესდება, მზად არის, სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს.

პოლიცია რომ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდა, ამაზე საუბრობს OC Media-ს რედაქტორი მარი ნიკურაძეც. ის იხსენებს, რომ ბექა წიქარიშვილის დაკავების შემდეგ პოლიციელებმა „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიის ხალხისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს და ტროტუარზე მყოფ მოქალაქეებს აწვებოდნენ. 

„მე მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვიდექი, კამერა მეჭირა, ვიღებდი და პრესკარტაც მეკეთა.  შეტაკება რომ დაიწყეს, კამერა მაღლა ავწიე, გასაგები რომ ყოფილიყო, ჟურნალისტი ვიყავი. ამ არეულობის დროს დავეცი და ვიღაცამ მთელი ძალით ჩამარტყა კისერში წიხლი, მაგრამ ვერ დავინახე, ვინ იყო. მერე ვიღაცამ წამომაყენა და ცოტა ხნის მერე ისევ წავიქეცი. ისევ თავში მომხვდა ვიღაცის ფეხი“,- ამბობს მარი ნიკურაძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

მას უჭირს დადასტურებულად იმის თქმა, რომ მასზე ფიზიკურად პოლიციელებმა იძალადეს, რადგან არეულობა იყო და ვერ დაინახა, ვინ ჩაარტყა მას ორჯერ. თუმცა ვარაუდობს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ, რადგან, როცა სამართალდამცველები მათ ადგილის დატოვებას სთხოვდნენ, ამ დროს უშუალოდ პოლიციელები აწვებოდნენ მას. 

„ისე ურტყამდნენ პოლიციელები ხალხს და ისე აწვებოდნენ, არ მგონია, ვინმე სხვა ყოფილიყო, თუმცა დადასტურებულად საუბარი მაინც მიჭირს“.

მარი ნიკურაძე ამბობს, რომ პოლიციელთა დიდი ნაწილი არ ითვალისწინებდა, რომ ის ჟურნალისტი იყო და გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. მისი თქმით, მხოლოდ „ბასიანთან“ კი არა, „გალერისთანაც“ იგივე პრობლემა იყო. 

„ერთი პოლიციელი ძალიან აგრესიული იყო ჩემ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, ჟურნალისტი ვიყავი. მეორე კი პირიქით - ძალიან ზრდილობიანი“. 

„ლიბერალმა“  შსს-ს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტებზე ინფორმაცია 4 დღის წინ, 12 მაისსვე მიაწოდა. დაიწყო თუ არა უწყებამ საკითხის შესწავლა, ამ კითხვაზე სამინისტროში ამ დრომდე არ გვპასუხობენ.

„ლიბერალის" რედაქცია ჟურნალისტებს მოუწოდებს, თუკი ამგვარი ფაქტები მათაც შეემთხვათ, გვაცნობეთ.

.............................................

„ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცდანიშნულების რაზმი 12 მაისს, ღამის საათებში შევიდა. სპეცოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ადგილზე 8 ადამიანი დააკავეს. მათ ნარკოტიკების უკანონო გასაღება ედებათ ბრალად. 

შსს: „ბასიანზე“ საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ

სპეცრაზმის კლუბებში შესვლა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა, მხარდამჭერებმა და სხვა მოქალაქეებმა 12-13 მაისს პარლამენტის წინ აქციით გააპროტესტეს. 

ფოტო ► პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

რატომ შევიდა სპეცრაზმი კლუბებში - მინისტრის პასუხი

გიორგი გახარია აქციაზე გამოვიდა - "ბოდიშს გიხდით"

წიქარიშვილი: ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

კერალაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რ ...

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე შტატ კერალაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 186-ს მიაღწია. კერალაში, სადაც ა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ...

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. საინიციატივო ჯგუფმა (ზაურ ნაჭყები ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

საქართველო წითელას შემთხვევების რაოდენობ ...

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში ევროპაში წითელას შემთხვევების რეკო ...
^