„ქართული მარშის“ და „ქართული იდეის“ მიერ ორგანიზებულ აქციას პარლამენტარი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი შეუერთდა.
დღეს, „ქართული მარშმა“ და „ქართულმა იდეამ“ თანამოაზრეებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს.
„ვიკრიბებით სრულიად ერი და ბერი, რომ მსვლელობით მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, რადგან შემდეგში საზეიმოდ შევძლოთ დიდი საუფლო დღესასწაულის ამაღლების ჩატარება 17 მაისს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.