Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკაა

15 მაისი, 2018 12:34

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები არა ნარკოპოლიტიკას, არამედ საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა. მან ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

„ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკა.  ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმისა თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებული ქვეყანაში არის დამანგრეველი.

სანამ სხვა სამუშაო ჯგუფებს შევქმნით და ვიმუშავებთ,  ალბათ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც ოთხი მილიონი ქართველი გავწევრდებით იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ , თუ როგორ გავმთლიანდეთ, რადგან არც ლიბერალიზმის და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა და მხოლოდ ამის მერე ეხებოდა ნარკოპოლიტიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც აქციების ღამეს მუშაობდნენ და აქციას კონტრაქციისგან იცავდნენ.  

„რა თქმა უნდა, პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცავიც ადამიანია და მინისტრიც ადამიანია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამ აუარებელ ნიაღვარსა და შეურაცხყოფის ტალღაში, რომელიც პოლიციელმა ორი დღის და მეტი დროის განმავლობაში ითმინა, დღეს ისევ დგას პოსტზე, შეიძლება თქვას, რომ მას აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა, გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენც, მთავრობაც მოვყვევით ამ ნიაღვარში, მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, პირიქით, ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^