Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეზვრიშვილი: ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა

15 მაისი, 2018 17:49

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ლეგიტიმური იყო, რადგან კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა.

„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩაატარა პოლიციამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედება მაშინ, როცა გარკვეული ნაწილის, უმრავლესობის დაკავება გარეთ მოხდა. ეს საგამოძიებო მოქმედებები დამოუკიდებელია.

მოდით, ცოტა ხანი დაკავების ფაქტი დავივიწყოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, პოლიციას ჰქონდა თუ არა კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო – ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები, გაყიდვის არაერთი ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით, ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის იმ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. შესაბამისად, ჩატარებული ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა სწორედ იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა.

საზოგადოებასთან აქეთ  მაქვს კითხვა – ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს, სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული მტკიცებულებები აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება და ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა – დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური. სწორედ მაშინ, როცა „ივენთი” მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა ნარკოტიკული საშუალებები კლუბებში იყიდებოდა.  საგამოძიებო მოქმედებები ზუსტად მაგ დროს უნდა ჩატარებულიყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მეოთხე დღე სპეცოპერაციიდან ► რატომ შევიდა და რა ამოიღო კლუბებიდან შსს-მ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^