Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას გეგმავს

16 მაისი, 2018 11:27

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია 90-იანი წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნისვნელოვანის საკითხი, როემლიც თბილისში მცხოვრებ 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება. 

„მათ თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. 20-25 წლის განმავლობაში, დღესაც ეს ადამიანები სასოწარკვეთილები ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში, თუ როდის მიიღებენ ბინებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პრობლემა მოგვარდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი მერობის პირობებში ეს პრობლემა მთლიანად დავამთავროთ. სამწუხარო გარემოება ასევე გახლავთ, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ზემოხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზებულ  იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვიწყებთ ამ პრობლემის მთლიანად მოგვარებას.

უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ დამატებით მუნიციპალურ მიწებს, სადაც ეს პრობლემა მოგვარდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ბინები. პირველ ეტაპზე 800 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ამიტომაც შევიმუშავეთ ძალიან სამართლიანი პრინციპი. პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდებიან ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”, - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^