Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანი სუბელიანი ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან

16 მაისი, 2018 11:54

აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ანი სუბელიანი ამბობს, რომ მას 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. ანი სუბელიანი ამბობს, რომ შვილით ემუქრებიან.

„არ ვფიქრობ, რომ ბოდიშების ტონით გვაქვს სასაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცეკვის გამო და სიწმინდეების სახელით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარის ქვეშ ვარ. მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მემუქრებიან ბავშვით. მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ, რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ, ამის გამო, არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული, არ ვაპირებ, რომ უკან დავიხიო ბრძოლებში და ვფიქრობ, რომ ზუსტადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ჩემი უსაფრთხოება,”- განაცხადა ანი სუბელიანმა.

როგორც მან თქვა, აპირებს მუქარის შესახებ მიმართოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველსაც, თუმცა აღნიშნა, რომ შსს-ს თავადაც შეუძლია, მოკვლევა დაიწყოს საქმეზე, რადგან მუქარის შემცველი კომენტარები საჯაროდ დევს სოციალურ ქსელში მისი პოსტების ქვეშ. 

------------------------------

ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მრავალათასინი აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ შსს მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება არ ყოფილა და სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარდა. 

კვირას, 13 მაისს, აქციის მეორე დღეს ნეონაცისტურმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქცია გამართეს. რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებილების მხარეს გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. 

კვირას, გვიან ღამით შს მინისტრი გიორგი გახარია აქციაზე მივიდა, მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დიალოგის სამუშაო რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს „ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებმა დაშლა, თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს დაშლა დროებითია და ისევ გაგრძელდება პროტესტი თუ არ შესრულდება დანაპირები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^