Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დღეს მოსკოვს გაემგზავრნენ

16 მაისი, 2018 12:14

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ. „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ადა მარშანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ყველა საჭირბოროტო საკითხს. 

„სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში გვექნება შეხვედრები, მაგრამ სახელმწიფო დუმაში ამჯერად სხვადასხვა კომიტეტის დეპუტატებს შევხვდებით, გარდა ბატონი კალაშნიკოვის კომიტეტისა. ეს იქნება მესამე ვიზიტი და იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც ვსაუბრობდით პირველ და მეორე შეხვედრებზე. ყოველთვის იქნება საუბარი სოხუმზე, ცხინვალზე, მცოცავ ოკუპაციაზე, ყველა იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკულ თემაზე, რაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებობს.  ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი თემა ტაბუირებული არ იყოს. ყველა საჭირბოროტო საკითხზე სასაუბროდ მზად ვართ. ვნახავთ მათ რეაქციას", - განაცხადა ადა მარშანიამ. 

ადა მარშანიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრნენ „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი. ადა მარშანიას თქმით, შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ დეპუტატები მიიღებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^