Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს

16 მაისი, 2018 12:54

1 მაისიდან საჯარო დაწესებულებებში, კაფეებსა და ბარებში სიგარეტის მოწევა აიკრძალა, მაგრამ კანონის თანახმად, გამონაკლისის სახით სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევა დაშვებულია. გამონაკლისში ვერ მოხვდნენ სათამაშო ბიზნესის სხვა დაწესებულებები - ტოტალიზატორები, სათამაშო აპარატების სალონები, რომლებმაც პარლამენტს კანონში შესწორების მოთხოვნით მიმართეს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებით, არათანაბარი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად არა შესწორება, არამედ გამონაკლისის ამოღება და სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევის აკრძალვაა საჭირო. ორგანიზაცია წერს, რომ მათ ერთი წლის წინ ვერ შეძლეს, ხელისუფლებაში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდნენ, სწორედ ამის გამო მოხვდა ეს გამონაკლისი კანონში.

„ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე“ ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არა მხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებsa და სათამაშო აპარატების სალონში“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

როგორც ალიანსი წერს, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ჩივის, რომ დღევანდელი კანონი სამორინეებს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება.

„თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარაბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპoლიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის, ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სასულიერო პირების ქადაგებებზე საია ცესკო ...

„მიგვაჩნია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექ ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მსოფლიო ბანკის დასკვნა ჰესებზე - რა გავლ ...

„დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ამ პროექტების განხორციელების შედეგად ელექტოენერგიის ფასი 2030 წლისთვის&nb ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის შედე ...

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლე ...
^