Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ნარკოტიკების გასაღებასთან. ეს იცის მინისტრმაც“ - ტატო გეთია

16 მაისი, 2018 13:14

გუშინ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეკითხვაზე, რატომ მოეწყო რეიდი კლუბებში, როცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული ყველა ბრალდებული კლუბის გარეთ დააკავეს, მეზვრიშვილმა უპასუხა.

„ყველა გამსაღებელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, დაკავებულია, მათ შორის, ერთი კლუბის ტერიტორიაზე, ხოლო 7 - გარეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, ჩვენ ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია. გამოძიება გრძელდება, დადგინდება შესაბამისი კონტაქტები, მოპოვებული იქნება მტკიცებულებები და თუკი ასეთი მტკიცებულებები გვექნება, შესაბამისი პირები მიეცემიან პასუხისგებაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გუშინ ამავე შეხვედრიდან  გამოსულმა „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ,  ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბასიანის“ არც ერთი მფლობელი არ არის ნარკორეალიზაციაში ჩართული და ეს იცის ყველამ, მათ შორის შს მინისტრმაც, რომელმაც, ტატო გეთიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, მათ მიმართ ეჭვები გამოძიებას არ აქვს.   

„მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ბასიანის არც ერთი დამფუძნებელი ნარკორეალიზატორობაში ჩართული არ არის. ეს ბატონმა მინისტრმაც გვითხრა შეხვედრაზე და სასიამოვნო იქნება, თუკი მინისტრი ამას საჯაროდ იტყვის.“ - თქვა ტატო გეთიამ.

გუშინ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ შს მინისტრის განცხადებით, კლუბ „ბასიანის“ მფლობელების მიმართ გამოძიებას ეჭვები არ აქვს.

სოფო ვერძეულის თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას კლუბ „ბასიანის“ მფლობელებთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ გამოძიება გრძელდება.

ბაია პატარიამ იგივე დაადასტურა, შს მინისტრმა თქვა, რომ კლუბის ადმინისტრაციისა და მფლობელების პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არ იკვეთება და გამოძიებას მათთან მიმართებით ეჭვები არ აქვს.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ნაწილში სიურპრიზი არ იქნება. ვინმეზე რამე რომ ჰქონდეს გამოძიებას, აქამდე იტყოდნენ. თუმცა ისიც ითქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს“ - თქვა პატარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

LIVE ►„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია" - კლ ...

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე  რეივ-აქცია მიმდინარეობს. „დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვც ...
27 მაისი
27 მაისი

„აღსრულდეს სამართლიანობა" - მოკლული დავი ...

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე თანადგომისკენ Facebook-ით მოუწო ...
27 მაისი
27 მაისი

ილია მეორე: მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ...

„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში - ურთიერთობა ეკლესიასა და „რუსთავი 2-ს" ...
^