Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილო კორეამ სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტა და აშშ გააფრთხილა

16 მაისი, 2018 13:59

ერთობლივი წვრთნის გამო, რომელიც სამხრეთ კორეამ აშშ-თან ერთად გამართა, ჩრდილო კორეამ სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტა.

ჩრდილო კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ წვრთნებს პროვოკაციად და სამხედრო აგრესიის რეპეტიციად მიიჩნევს.

ჩრდილო კორეის მთავრობამ ასევე გააფრთხილა აშშ, რომ შესაძლოა ჩაიშალოს ისტორიული შეხვედრაც კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის, რომელიც 12 ივნისს არის დაგეგმილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თეთრი სახლი შეხვედრისთვის მზადებას ჩვეულებრივ განაგრძობს და ჩრდილო კორეის მხრიდან პოზიციის შეცვლაზე შეტყობინება არ მიუღიათ.

რაც შეეხება სამხრეთ კორეასთან შეწყვეტილ მოლაპარაკებას, ჩრდილო კორეამ შეაჩერა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებზეც ორი ქვეყნის ლიდერი 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ეს გულისხმობს სასაზღვრო-დემილიტარიზებული ზონის „სამშვიდობო ზონად“ გარდაქმნას; ორივე კორეის მიერ სამხედრო რესურსის შემცირებას და ოთხმხრივი მოლაპარაკების დაწყებას, რომელშიც აშშ და ჩინეთიც ჩაერთვებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^