Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო “სტამბა”- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა

16 მაისი, 2018 14:33

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაშია განთავსებული. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suit-ით (79 კვ.მ). ამ ეტაპზე „სტამბაში“ დასაქმებულია 600 ადამიანი. მას შემდეგ რაც სასტუმრო სრულად ამუშავდება, ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 750-მდე.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. 

სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს კრავს შენობის თავზე მოწყობილი საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.

„მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. დიდია „აჭარა ჯგუფის“ წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს. როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ვასილ ხოდელმა.   
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^