Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას

16 მაისი, 2018 15:12

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს და „კულტურის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმაც შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

„ახალი კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. მოქმედი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებას და გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს ლახავს.

როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ასევე ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას.

ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

სასამართლოს შესაძლოა, გარკვეული შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვის უფლებამოსილება მიეცეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების ...

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია „ლიბერალ ...
20 ივლისი
20 ივლისი

თბილისის მერიამ კიევის მერიის დელეგაციას ...

თბილისის მერიამ 12-13 ივნისს თბილისში კიევის მერიის დელეგაციას რუსულენოვანი გიდი დაუქირავა. სახელმწიფო შესყიდვების სააგ ...
20 ივლისი
20 ივლისი

თბილისის რამდენიმე უბანს 23 ივლისს ელექტ ...

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით ...
^