Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია: გამაოცა, რატომ გაჩნდა კითხვები კანონპროექტზე, რომელიც კონსტიტუციას შეესაბამება

16 მაისი, 2018 15:55

„გამაოცა იმან, თუ რატომ გაჩნდა კითხვები იმ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც არის კონსტიტუციური ჩანაწერის აბსოლუტურად ზუსტი, იდენტური შინაარსით გადმოტანა შესაბამის კანონში და არაფერი განსხვავებული არ არის ინიცირებული იმისაგან, რაც ჩვენ კონსტიტუციის მე-20 მუხლში ჩავწერეთ“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

„მიმდინარეობს კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესი კანონმდებლობასთან. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით კანონში მოხდება კონსტიტუციის ნორმების ამოქმედება და ცვლილების შეტანა. ამ პროცესში არის მომზადებული ერთ-ერთი ტექნიკური ცვლილება და არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ მე-20 მუხლში წერია - „შემოქმედებითი ნაწარმოების“ გავრცელების აკრძალვა დასაშვებია, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, თუ ეს გავრცელება ლახავს სხვათა უფლებას. ეს არის ახალი რედაქცია, რომელიც მიღებულია. ინიცირებულ კანონპროქტში ზუსტად იგივე წინადადება წერია. ახლაც შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს მიერ ხდება, რადგან ყველაზე მაღალი სტანდარტია სასამართლო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

TI: ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას

სასამართლოს შესაძლოა, გარკვეული შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვის უფლებამოსილება მიეცეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^