Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფულის დაბანდების გზები უზრუნველი სიბერისთვის

17 მაისი, 2018 10:35

რა არის ინვესტიციები?

ინტერნეტ გვერდებზე ინვესტიციების ბევრი განმარტების წაკითხვა შეიძლება. მარტივი სიტყვებით, ეს არის დაბანდება მოგების მიღების მიზნით. როგორ და რაში უნდა დავაბანდოთ კაპიტალი მაქსიმალური უკუგებისთვის? ინვესტიციების სახეობები მრავალფეროვანია. ეს ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებია, როგორც ობლიგაციები, უძრავი ქონება, აქციები, Forex-ი, საინვესტიციო ფონდები. მნიშვნელოვანია მიმართულების სწორად არჩევა, რათა დაბანდება იყოს წარმატებული. ჩვეულებრივ ის, ვისაც სურს გახდეს ინვესტორი, აფასებს საინვესტიციო მიმართულებას ორი პარამეტრის მიხედვით. ეს არის შემოსავლიანობა და რისკი. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია. თუმცა სინამდვილეში ინვესტირების საკითხი შეიცავს არც ისე ცოტა „წყალქვეშა ქვებს“. ხოლო მისი გადაწყვეტა მოითხოვს სავარაუდო ინვესტორისგან სპეციალურ ცოდნას - იურიდიულს, ეკონომიკურს, და არც თუ ისე იშვიათად პოლიტიკურსაც.

ფინანსური ტრეიდინგი Forex-ზე 

 

Forex-ი - დღეს ერთობ მოთხოვნადი ფინანსური ინსტრუმენტია. ის იყო შექმნილი გარე ვაჭრობის მიზნით და იყო მიმართული ინვესტიციების მოზიდვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დროთა განმავლობაშიForex-ზე გამოჩდნენ ისინი, ვინც ყიდის-ყიდულობს ვალუტას და მარჟას ღებულობს ამაზე. მათ ტრეიდერებს ეძახიან. Forexბაზარსა და ტრეიდერებს შორის არსებობენ შუამავლები - ბროკერები. რაიმე რისკის გარეშე ისინი იღებენ პროცენტებს ფინანსური გარიგებიდან. Forex ბაზრის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გახდეს ტრეიდერი. ამ მიზეზის გამო არის გავრცელებული აზრი, რომ ტრეიდერს არ სჭირდება სპეციალური ცოდნა და თითქოს სავალუტო ბაზარზე შეიძლება თამაში ისე, როგორც კაზინოში. ასეთი მიდგომა არის მარცხის ტოლფასი. ასეთი მიდგომით ახალბედები ძალიან მალე კარგავენ თავიანთ დანაზოგებს, ტოვებენ Forex-ს ისეთი სურვილით, რომ არასოდეს დაბრუნდნენ ბაზარზე.

პროფესიონალ ტრეიდერს ესაჭიროება: ანალიტიკური აზროვნება, ბაზრის გაგება, რომელიც გამოცდილებასთან ერთად მოდის. მას ესაჭიროება დახვეწოს ოსტატობა თავისი წაგებების და მოგებების მეშვეობით, რათა შეიმუშავოს ვაჭრობის საკუთარი პროდუქტიულიტაქტიკა. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არის ისწავლოთ ვალუტებში ინვესტირება და გახვიდეთ Forex ბაზარზე 10 ათასი აშშ დოლარით მაინც. თუ თანხა ნაკლები იქნება, შესაძლებელია მისი სრული დაკარგვა 1-2 გარიგების შემდეგ. ხოლო თუ თანხაზე მინიმალური ფულადი სახსრები გაკლდებათ და საკრედიტო ისტორიაც ხელის გიწყობთ, შეგიძლიათ სწრაფი ონლაინ სესხებით ისარგებლოთ, რომელთა სიასაც Fulex-ის ვებ საიტზე იხილავთ დაწვრილებით აღწერებით.

აქციების ყიდვა-გაყიდვა

აქციების შეძენით თქვენ ხდებით კომპანიის თანამესაკუთრე. თქვენ იღებთ დივიდენდებს მისი საერთო შემოსავლიდან აქციების შეძენის მომენტიდან. უფრო მეტი აქცია = უფრო მაღალი შემოსავალი. თქვენი აზრით, შესაძლებელია უამრავი აქციის ყიდვა, ვთქვათ 1500 აქციის 450000 ლარად, ესე იგი ერთი აქციის ფასი არის 300 ლარი. თუმცა ეს 1500 აქცია კომპანიის მიერ გამოშვებულ ყველა აქციასთან შეფარდებით შეადგენს მხოლოდ 0,0000015% და ერთი წლის შემდეგ თქვენს მიერ მიღებული შემოსავალი იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე აქციების ღირებულება. სინამდვილეში აქციებს იძენენ არა დივიდენდების მიღების მიზნით, არამედ თამაშისთვის სააუქციონო კურსების სხვაობაზე. აქციებს ყიდულობენ მინიმალურ ფასად, ხოლო შემდგომ ელოდებიან გაძვირებას და ყიდიან მაქსიმალურ ფასად.

არც თუ ისე იშვიათად აქციები მოულოდნელად იაფდება, რაც ნიშნავს, რომ მათი მფლობელები განიცდიან ზარალს. რიგით ადამიანს უმეტეს შემთხვევაში არ შეუძლია ბაზარზე სააუქციონო კურსის ცვლილების პროგნოზირება. ამის გამო აქციების ბევრი მფლობელი მიმართავს ბროკერებს ან კონსულტანტებს ფინანსური მართვისთვის. ამ შემთხვევაში არსებობს დილეტანტისთვის ან თაღლითისათვის სახსრების მინდობის რისკი. ძალიან გამოცდილი მაღალანაზღაურებადი ბროკერიც კი სრულიად არა არის 100% დადებითი შედეგის გარანტია. რისკი გარდაუვალია.

Forex და აქციები: არის თუ არა გარანტიები?

მაშ ასე, საჭიროა Forex-ის და აქციების შესწავლა მათში წარმატებული ინვესტირებისთვის. ეს მოითხოვს ბევრ დროს და შრომას. სხვა გზა არის მიენდოთ ბროკერს. ორივე შემთხვევაში გარანტიები არ არსებობს. ამიტომ თუ ინტერესი, შესაძლებლობა და დრო არ გაგაჩნიათ ინვესტიციების შესწავლის მიმართ, მაშინ დაივიწყეთ Forex-ის და აქციების შესახებ. უფრო შესაფერისი ფინანსური ინსტრუმენტებია საპენსიო დაგროვება, და ასევე საბანკო ანაბრები.

საპენსიო დაგროვება: არასახელმწიფოსაპენსიო ფონდი (ასფ) და ბანკი

ხალხს გონია, რომ საპენსიო დანაზოგი არ არის საჭირო, თუ პენსიამდე ჯერ კიდევ მრავალი წელი არის დარჩენილი. თუმცა არ იჩქაროთ დასკვნის გამოტანა - გაიგეთ მეტი საკუთარი ქვეყნის საპენსიო სისტემის შესახებ. თუ თქვენ დაქირავებული მუშაკი ბრძანდებით, მაშინ თქვენი დამქირავებელი თქვენი ხელფასიდან იხდის სადაზღვეო შენატანების, რომელთა შორის არის თქვენი პენსიისთვის გადარიცხვებიც. თუმცა თქვენი დამქირავებლის დღევანდელი გადარიცხვებიმიდის თქვენი ქვეყნის საპენსიო ფონდში და გაიცემა როგორც პენსიების შემადგენელი ნაწილი დღევანდელი პენსიონერებისთვის. ჩნდება კანონზომიერი კითხვა: რას მიიღებთ თქვენ საპენსიო ასაკის მიღწევის დროს? დღეს არავის შეუძლია გასცეს პასუხი ამ კითხვას. საპენსიო კანონმდებლობა იცვლება უფრო ხშირად, ვიდრე ერთხელ ათ წელიწადში, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რა მოუვა პენსიებს, როდესაც მოვა მათი აღების თქვენი დრო. ალბათ, შეიძლება იმედის ქონა, რომ იქნება პენსიის მინიმალური თანხა - არა ცხოვრებისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ამიტომ უმჯობესია წინასწარ იზრუნოთ სამომავლო პენსიის შესახებ. თუმცა როგორ მოვაგროვოთ ის?

შესაძლებელია ორი ვარიანტი:

  1. გადაიტანოთ პენსიაზე შენატანები ნაწილობრივ (6%) ასფ-ში - არასახელმწიფო საპენსიო ფონდში. ამის გაკეთება შეიძლება, მხოლოდ თუ თქვენ არ ხართ 23 წლის და თქვენი სამუშაოზე მოწყობიდან არ არის გასული 5 წელი. ინდივიდუალური მეწარმისთვის (იმ), თუ თქვენ გაგაჩნიათ საკუთარი ბიზნესი, ეს ვარიანტი არ გამოდგება. ასფ აგროვებს შენატანებს და დებს მათ ინვესტიციებში, იღებს დივიდენდებს და ათავსებს მათ თქვენს ანგარიშზე. მარტივია გადაიტანოთ საპენსიო გადარიცხვები მსგავს ფონდში. ამისათვის საკმარისია ამოირჩიოთ ასფ და გაგზავნოთ განაცხადი დამქირავებელთან. ასფ-ს არჩევა არ არის ძნელი. შეიძლება ორიენტირება ფონდების რეიტინგებზე (შემოსავლიანობის წლიური შედეგების მიხედვით) ინტერნეტში. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაზე «შემოსავლიანი» ფონდებიც კი ყოველთვის ვერ ფარავენ ინფლაციას. ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის დროს თქვენ არ უნდა ელოდოთ «პლატინის მდინარეებს ოქროს ნაპირებით».
  2. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საპენსიო დანაზოგის დაგროვება მცირე თანხებით. მაგალითად, ყოველთვიურად 600 ლარით, ასე თქვენ შეძლებთ დააგროვოთ 7200 ლარი წელიწადში, 36000ლარი - 5 წელიწადში. თუმცა დანაზოგს თუ სახლში შეინახავთ, ტყავის საფულეში, ის მალე გაუფასურდება ინფლაციის გამო. დაგროვების აზრით ბევრად ეფექტურია გრძელვადიანი ინვესტირება. უმჯობესია გახსნათ საბანკო დეპოზიტი. ეს არ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფინანსური ინსტრუმენტი. თუმცა მას გააჩნია თავისი უპირატესობები: გახსნის და მართვის სიმარტივე; დასარიცხი პროცენტი არ არის ნაკლები, ვიდრე წლიური ინფლაცია, ესე იგი ფული ინახება მაინც; ხელმისაწვდომია დეპოზიტი გარკვეული ვადით, შევსებით ან შევსების გარეშე; 20,000$ მდე შენატანები დაცულია დაზღვევით ბანკის შესაძლო დახურვისგან (ძირითად ბანკებში). როდესაც ფულს ტოვებთ ბანკში შენახვისთვის, თქვენ თავიდან აიცილებთ ცდუნებას დახარჯოთ ის გამოუსადეგარ ნივთებზე.

საბანკო დეპოზიტი როგორც დაგროვების ინსტრუმენტი

განვიხილოთ საბანკო დეპოზიტის გახსნის საკითხი პირობით მაგალითზე. შევიტანოთ ანგარიშზე 6 ათასი ლარი. 5 წლის მანძილზე ყოველთვიურად შევავსებთ ანგარიშს იმავე თანხით. გავითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია პროცენტების დარიცხვის პერიოდის არჩევა - თვიური ან დღიური. უკეთესია ყველაზე მცირე პერიოდი. მივიღებთ, რომ წლიური 5% განაკვეთის შემთხვევაში ანგარიშზე იქნება 409 867 ლარი. თუ განაკვეთი 7%, თანხა მიაღწევს 432 332 ლარს, 9% - 456 358 ლარი. გამოანგარიშებისთვის მოსახერხებელია საბანკო დეპოზიტების კალკულატორული სერვისების გამოყენება. განსხვავება საკუთარი დაგროვების და დეპოზიტზე დაგროვების შორის აშკარაა: 360 000 ლარი და 409 000 ლარი.

ისარგებლეთ რამდენიმე რეკომენდაციით სადეპოზიტო დაგროვების შესახებ:

  • როდესაც იწურება დეპოზიტის ვადა, გახსენით ახალი და ამოარჩიეთ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით, ვიდრე წინა.
  • გახსენით დეპოზიტები სხვადასხვა ბანკში, რათა შეამციროთ რისკები რომელიმე ბანკის შესაძლო დახურვის შემთხვევაში.
  • გახსენით დეპოზიტები სხვადასხვა ვალუტაში, რათა დაიზღვიოთ თავი რომელიმე ვალუტის უეცარი გაუფასურებისგან ან გაძვირებისგან.
  • შეინახეთ დეპოზიტზე 20,000$ მდე - მეტი არა. თუ თქვენ ერთ ბანკში რამდენიმე დეპოზიტის მფლობელი ბრძანდებით, მათი ჯამი დარიცხული პროცენტების ჩათვლით უნდა იყოს 20,000$-ზე ნაკლები.
  • ისარგებლეთ სერტიფიკატებით - მათზე უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ სერტიფიკატებზე არ არის დაზღვევა ბანკის დახურვის შემთხვევაში.
  • დარწმუნდით, რომ ბანკი შესულია ანაბრების დაზღვევის სისტემაში.

სადაზღვეო კომპანიების დაგროვების პროგრამები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაგროვების პროგრამა, რომელსაც სთავაზობენ სადაზღვეო კომპანიები. ყოველთვიური შენატანების სიდიდის და პენსიაზე (ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით აღნიშნულ სტატიას) გასვლის საპროგნოზო თარიღის მიხედვით კომპანიის თანამშრომელი შეგირჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ დაგროვების პროგრამას. საპენსიო დანაზოგის ასეთ ხერხს აქვს სასიამოვნო ბონუსი: სადაზღვეო პროგრამების მეშვეობით დაგროვებული სახსრები არ შეიძლება გაყოფილი იქნას მეუღლეებს შორის განქორწინებისას.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ დაგროვება პენსიისთვის? 

 

როგორც ვხედავთ, პენსიის დაგროვების შესაძლებლობა სხვადასხვანაირია და ხელმისაწვდომიც კი არის, გონივრული მიდგომისას შეიძლება იყოს ეფექტიანი. ასე რომ, რა ასაკიდან არის საჭირო საპენსიო დანაზოგის შეგროვების დაწყება? ამ შეკითხვას ყველა თავად პასუხობს. უპირველეს ყოვლისა,სამომავლო პენსიის სასურველი სიდიდიდან გამომდინარე. ოცდაათ წლამდე უკეთესია კონცენტრირება მოახდინოთ პიროვნულ, პროფესიონალურ ზრდაზე, სწავლაზე, ხოლო მისი მიღწევისას - დაიწყოთ აქტიურად ინვესტირება სამომავლო პენსიაში. უმჯობესია ცოტა მაინც, ოღონდ რეგულარულად გადადოთ, ვიდრე მსხვილი თანხებით სულ ერთი-ორჯერ. გამოიყენეთ საპენსიო დაგროვების შესაძლებლობები ჭკვიანურად და გაბედულად! თქვენს ძალებშია უზრუნველყოთ საკუთარი თავისთვის მომავალი ფინანსური კეთილდღეობა. როგორც ხედავთ, არც თუ ისე ძნელია ისწავლოთფულის შენახვა სამომავლო პენსიისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^