Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თემიდა": აქციის გაუქმება შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია

17 მაისი, 2018 12:42

ასოციაცია „თემიდა", რომლის მისიაც  ლბტ ქალთა გაძლიერება და ლგბტქი ადამიანთა მხარდაჭერაა, დღეს თბილისში  ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს. 

„გამომდინარე იქედან, რომ ასოციაცია „თემიდა“ იყო ერთ-ერთი თანაორგანიზატორი 17 მაისის აქციისა, ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვუერთდებით სხვა სათემო, ადამიანის უფლებებზე მომუშავე და დამოუკიდებელ აქტივისტთა განცხადებას და მივიჩნევთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აქციის გაუქმებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში არის საუკეთესო გამოსავალი." - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ნეონაცისტური ჯგუფის გაძლიერება შეიმჩნევა.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და განახორციელოს პრევენციული სახის ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო დაპირისპირებების რისკები, რაც შესაძლოა მოდიოდეს ნეო-ნაცისტური დაჯგუფებების მხრიდან." - ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით,  ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვი იზრდება 17 მაისის მოახლოებისას და გრძელდება მაისის ბოლომდე.

„შემთხვევათა დიდი ნაწილი ხდება ქუჩებში საღამოს საათებში. ამიტომ, ვთხოვთ ლგბტქი ადამიანებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ქუჩაში გადაადგილებისას. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას ნომერზე 112, სახალხო დამცველს ნომერზე - 1481 და სათემო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს." 

ხვალ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღსანიშნი აქცია აღარ გაიმართება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^