Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სათემო ორგანიზაცია ლგბტქი ადამიანებს და შსს-ს მიმართავს

17 მაისი, 2018 12:50

ასოციაცია „თემიდა", რომლის მისიაც  ლბტ ქალთა გაძლიერება და ლგბტქი ადამიანთა მხარდაჭერაა, დღეს თბილისში  ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, აქციის გაუქმება შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია.

ამავე განცხადებაში ორგანიზაცია ლგბტქი ადამიანებს მიმართავს, გამოიჩინონ სიფრთხილე ქუჩაში გადაადგილებისას და ასევე მოუწოდებს შსს-ს და ხელისუფლებას, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მაისის პერიოდში და მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე.

„აღნიშნული მოწოდება საფუძვლიანია, რადგან ბოლო პერიოდში არსებული აგრესია, რაც მოდის ნეონაცისტური ჯგუფებისგან ზრდის ჰომობობიურ განწყობებს საზოგადოებაში."

ორგანიზაციის ინფორმაციით,  ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რაოდენობა იზრდება 17 მაისის მოახლოებისას და გრძელდება მაისის ბოლომდე.

„შემთხვევათა დიდი ნაწილი ხდება ქუჩებში საღამოს საათებში. ამიტომ, ვთხოვთ ლგბტქი ადამიანებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ქუჩაში გადაადგილებისას. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას ნომერზე 112, სახალხო დამცველს ნომერზე - 1481 და სათემო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს." 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^