Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო: დღეს აქ თითქმის ყველა ეპარქიაა წარმოდგენილი

17 მაისი, 2018 14:05

„დღევანდელ დღეს აქ ყველა, თითქმის ყველა, ეპარქიაა წარმოდგენილი", - თქვა პატრიარქის თანამოსაყდრემ, შიო მუჯირმა, ქაშუეთთან.

„ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევისა და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო.

სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც.

ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახსა და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან. უფალმა ინებოს, არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა" - თქვა პატრიარქის თანამოსაყდრემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხა ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

საჭმლის არმომზადების გამო, გორში კაცმა ც ...

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაცს პროკურატურ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

„მოვუწოდებთ „გირჩის“ წარმომადგენლებს შეწ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ კანაფის ფესტივალის შე ...
^