Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იწამეთ ღმერთი ჩვენი“ - გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, ესროლეს

17 მაისი, 2018 16:30

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, ესროლეს და კედელზე დაუტოვეს წარწერა: „იწამეთ ღმერთი ჩვენი“. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს.

ფოტო: qartli.ge

„ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის ორი მუხლით - 187-ე და  156-ე მუხლების პირველი ნაწილით. ეს სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ადამიანის დევნას  აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო. 

შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტიზა დაადგენს შენობა იარაღით დააზიანეს თუ არა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, გორში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის ეს შემთხვევა პირველი არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^