Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას მოიცავს ახალშობილებისთვის პაკეტი " - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“

17 მაისი, 2018 16:46

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანის ინიციატივით, ახალშობილთა სასაჩუქრე „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ უმჯობესდება. პროგრამა სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის არის. 

„სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ. ვაუჩერების განაღდება „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობელი 20 ლარის ფარგლებში საფენებს ან ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთებს უფასოდ მიიღებს, 50-პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებს." - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამინისტროს ცნობით, პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − ფარგლებში დღემდე სასაჩუქრე ნაკრები 4130 მოსარგებლეს გადაეცა. კვლევის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარების 68.35% საჩუქრით კმაყოფილი იყო; 6,84% მიიჩნევდა, რომ პაკეტი გაუმჯობესებას არ საჭიროებს; 24.81%-მა კი ბავშვთა ჰიგიენისა და მოვლის პროდუქტების დამატების სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^