Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: პოლიცია სრულ მზადყოფნაშია, ყველას უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას

17 მაისი, 2018 18:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა. იგი ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილზე დეპარტამენტის ყოფნის მიზანია, გააკონტროლოს და დააკვირდეს, რამდენად დაცულია თითოეული პირის გამოხატვის თავისუფლება. მისი თქმით, დღეს პოლიციელთა რაოდენობა ადასტურებს, რომ შსს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„მობილიზებულია პოლიცია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ყველა იმ პირის უსაფრთხოება, ვინც აღნიშნულ აქციაზე გამოცხადდება. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური და ხშირი მოლაპარაკებები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აღნიშნულ აქციაში ჩართვაზე, ჩვენს გეგმებში არაფერი შეცვლილა. შსს სრულ მზადყოფნაშია, იმისთვის, რომ ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას", - აღნიშნავს თოლორაია და განაგრძობს, - „ორგანიზატორთა ნაწილმა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ის სხვა ღონისძიებებით ჩაანაცვლეს და მათი გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარებულია. ყველა ღონისძიებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^