Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ

17 მაისი, 2018 21:11

„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს უცნობი პირი თავს დაესხა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. 

 

ინციდენტის შემდეგ აქცია განახლდა. მონაწილეებს ლგბტ აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა თანამოაზრეებს მიმართა: 

მინდა მივმართო იმ მეგობრებს, რომლებიც დღეს გარკვეული მიზეზების გამო არ არიან აქ, მეგობრები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლები არიან და მათთან ერთად მოვედი და ვარ აქტივიზმში. და ჩვენ რეალურად გვაქვს შიშები, სავსებით ლეგიტიმური შიშები იმის, რომ ეს ინციდენტი, რომელიც ახლა აქ მოხდა, ყოფილიყო ბევრად უფრო მასშტაბური და საფრთხე შექმნოდა ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, როგორც მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, დავიცვათ ჩვენი უფლებები და ყველა იმ ინსტიტუციას, რომელიც ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები, ჩვენი უფლებები, უნდა ვაიძულოთ მათ, რომ გააკეთონ ეს ყველაფერი ყველა მოქალაქის კომფორტისთვის და თანასწორობისთვის“. 

ვიდეო ► სიტყვით გამომსვლელზე თავდამსხმელს 1 - 3 წლამდე ან 4 - 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მარტი
23 მარტი

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს - ის რეაბილიტა ...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირა ...
23 მარტი
23 მარტი

ვიდეო► ლადო აფხაზავამ სახალისო პრეზენტაც ...

ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, ამჟამად დუბაიში იმყოფება, სადაც 2 ...
23 მარტი
23 მარტი

EMC ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმე ...

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შესახ ...
^