Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუს-მა „ეროვნული ერთობის“ წევრები ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის გააფრთხილა

17 მაისი, 2018 22:01

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის წერილობით გააფრთხილა. „ლიბერალს“ ეს ინფორმაცია სუს-ში დაუდასტურეს.

კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას საქართველოს კანონი - „თავისუფლების ქარტია“ კრძალავს.

კანონის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით [სუს-ის] კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, კომისიის მითითების შეუსრულებლობა მის მიერვე დადგენილ ვადაში ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას. დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხა ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

საჭმლის არმომზადების გამო, გორში კაცმა ც ...

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაცს პროკურატურ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

„მოვუწოდებთ „გირჩის“ წარმომადგენლებს შეწ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ კანაფის ფესტივალის შე ...
^