Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელზე თავდამსხმელი არასრულწლოვანი აღმოჩნდა

17 მაისი, 2018 22:50

შსს-ს ცნობით, აქციაზე გამომსვლელზე თავდამსხმელი არასრულწლოვანი აღმოჩნდა. თავდაპირველად „ლიბერალს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თავდამსხმელი 22 წლის იყო. 

რამდენიმე წუთის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელი 2003 წელს არის დაბადებული.

„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებს შსს 

„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს უცნობი პირი თავს დაესხა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^