Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გორგილაძე: არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი, დამნაშავეა სისტემა

18 მაისი, 2018 11:58

გუშინ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ნიკა გორგილაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ. „არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს“,- წერს ნიკა გორგილაძე facebook პოსტში.

პირი რომელიც, ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებულია სისხლის სამართლის წესით. იგი, 15 წლისაა.

„გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში“. მათი თქმით, აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული.

„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებს შსს.

ვიდეო ►ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ

ვიდეო ►ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელზე თავდამსხმელი არასრულწლოვანი აღმოჩნდა

ვიდეო ► სიტყვით გამომსვლელზე თავდამსხმელს 1 - 3 წლამდე ან 4 - 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 იანვარი
20 იანვარი

არა, ქიმიურ ტერმინალს; ნუ დანაღმავ ქალაქ ...

„არა, ქიმიურ ტერმინალს; ნუ დანაღმავ ქალაქს“ -  აქციის მონაწილეები ბათუმში,  პორტის მიმდებარე ტერიტ ...
20 იანვარი
20 იანვარი

სასამართლომ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებ ...

დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ ორ თანამშრომელს, თორნიკე ტა ...
20 იანვარი
20 იანვარი

გუდაური -კობის მონაკვეთზე ქარბუქის გამო ...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,   გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქის და შეზღუდულ ...
^